|
2021-10-12 10:36:30, 691 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. რეზოლუციის მიხედვით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვას და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლნატიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)