|
2021-10-12 10:20:13, 471 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ვენის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკისათვის. ,,ამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ეუთო-ში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს ,,ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეუთოს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან - კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და პრესკონფერენცია პრესისათვის. ასევე, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)