|
2021-10-10 23:28:03, 792 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის პირადი ექიმი - ჩვენ შეიძლება, პრეზიდენტი დავკარგოთ მე-2 ტურამდე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. "ჩვენ შეიძლება, პრეზიდენტი დავკარგოთ მე-2 ტურამდე... თუ თაფლი ან ვიტამინი ან რამე არ მიიღო, ჩვენი პრეზიდენტი 30-მდე კაი ხნით ადრე ცოცხალი არ იქნება", - თქვა მან ფორმულას გადაცემა დროებაში. მისი განცხადებით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია აქვს, ამ დროს შიმშილმა კი შეიძლება, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. "სააკაშვილს აქვს სისხლის ძალიან იშვიათი დაავადება, თალასემია და ჟილბერის სინდრომი, რომელიც ადრეულ ასაკში იყო გამოვლენილი და შემდეგ დამტკიცებული ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. იქ გაიარა კონსულტაციები. თალასემია არის კეთილთვისებიანი დაავადება, მაგრამ გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომაროებაა, როცა თალასემიის დროს ადამიანი შიმშილობს", - განაცხადა ექიმმა. ყიფშიძის თქმით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კლინიკაში დღესვე გადაიყვანდა. ექიმი ყვება, რომ სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს მას შემდეგ, რაც მასზე თქვეს, რომ თითქოს საკვების მიღება დაიწყო და "კილოგრამობით თაფლს ჭამს". "თაფლის ისტორია მოხდა დაახლოებით პარასკევს, მე რომ ვნახე. თვითონ ადმინისტრაციამ უთხრა, იქნებ თაფლიანი ჩაი დალიოო და ცოტა წვენიცო. ეს პრინციპში არ იყო ცუდი შეთავაზება, იმიტომ, რომ ცოტა გლუკოზა ეხმარება შიმშილობის დროს ადამიანს, მაგრამ მერე, როცა ტელევიზორი ჰქონდა და რამდენიმე გადაცემას უყურა, სადაც ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილი კილოგრამობით თაფლებს ჭამს და წვენებს სვამს, მოიშორა ყველაფერი, ახლა არც ერთი კოვზი თაფლი მის საკანში არ არის, არც წვენები. მხოლოდ წყალს იღებს", - თქვა ექიმმა. სააკაშვილი მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)