|
2021-10-09 20:10:20, 978 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა. „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. 26 მაისის ქუჩა 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინების დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)