|
2021-09-19 14:39:56, 677 ნახვა
პოლიტიკა
მიტროპოლიტი გრიგოლი ფაილებზე: ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გავრცელებული საიდუმლო ფაილები არის დანაშაული "სახელმწიფოებრიობის წინაშე". მიტროპოლიტის თქმით, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თავად ფაქტს, რომ სახელმწიფოში ყველას უსმენენ. ის ამბობს, რომ მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. „კი მეღიმება, მაგრამ ეს არ არის იუმორის თემა. ნაკლებ ყურადღებას უსმენენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ტოტალურად ყველას უსმენენ. როცა ვახსენე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა. მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი. ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა იმსჯელოს თუ არა ამ საკითხზე სინოდმა, მიტროპოლიტი შემდეგნაირად პასუხობს: „ეს მასალა, ეს ზღვა ინფორმაცია საზოგადოებაში გადმოიღვარა, ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ყველგან"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)