12:21 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 12:35:57, 544 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი

ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედექალაქის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გაკრულ ბანერებს.

კობახიძის თქმით, მას არ მოწონს აღნიშნული ბანერები, თუმცა ეს არ გამოხატვის ფორმა და თავისუფლება.

"მე პირადად არ მომწონს, რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ამ ნიშნებს, შეიცავს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები ამ ყველაფერში არის სამი რადიკალური ოპოზიცია, სამი ტელევიზიით", - განაცახადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები, რომლებზეც ოპოზიციონერი ლიდერები,მედიამენეჯერები და "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია არიან წარმოდგენილნი. ბანერზე წერია "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics