|
2021-09-15 14:39:59, 574 ნახვა
პოლიტიკა
TDI სუს-ის ჩანაწერებზე - მოქალაქეების ტოტალური კონტროლი სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 13 სექტემბერს, მედიაში გავრცელებულ სუს-ის უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი უკიდურესად საგანგაშოა. TDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს. ამასთანავე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ. საჯაროდ გავრცელებული მასალის თანახმად, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული კონტროლი, სავარაუდოდ, ატარებს ინტენსიურ და ყოვლისმომცველ ხასიათს. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის არაერთმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაადასტურა“, - ვკითხულობთ TDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშავენ, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე - მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)