|
2021-09-15 11:16:01, 698 ნახვა
პოლიტიკა
DRI - საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებენ. როგორც DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, განსაკუთრებული აქტიურობით „ქართული ოცნება“ გამოირჩევა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, აგრძელებს ეკლესია მონასტრების „მოლოცვას“, ამასთანავე, მერობის კანდიდატების წარდგენის ყვეა ღონისიებაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რელიგიური თემების წინ წამოწევას ცდილობს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის,“ რომლის წინასაარჩევნო ღონისძიებებს ასევე ესწრებიან სასულიერო პირები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)