13:47 - 26 Jul, 2026
|
2021-09-15 10:54:03, 775 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ევროპარლამენტარი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგა და პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. „ევროპარლამენტარებისა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და მისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)