15:21 - 16 Oct, 2021
2021-09-14 22:24:29, 275 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ გველესიანი- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა, რომ იგეგმება და კეთდება, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსასახური ავრცელებს.

 მათივე თქმით,  მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატობის კანდიდატთან ერთად  დღეს მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე მეგობრობის ქუჩისა და კვალითის დასახლების მოსახლეობას ვესტუმრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატი უჩა ჩუბინიძე.

საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი იმედი და იმის განცდა,  რომ იგეგმება და კეთდება,  ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.

მოსახლეობის თქმით, მთავარ პრობლემას საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა წარმოადგენს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics