|
2021-09-14 11:01:49, 626 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სუს-ის ჩანაწერებზე - გრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება გუშინ, სოციალურ ქსელში სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას, სადაც სავარაუდოდ, უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებია ასახული. დეკანოიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება დგას სუს-ზე და უწყების ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი. ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუსზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს“, - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)