|
2021-09-11 20:46:13, 683 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაბა ურეკის მოსახლეობას შეხვდა
„ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული" - ავთანდილ თალაკვაძე
„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მერობის კანდიდატი დაბა ურეკის მცხოვრებლებს შეხვდა. „ ურეკში ჩვენს თანამოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გავაცანი, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული. სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მოიცავს:სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას; წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას; თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის გამართვას და ახალი ავტობუსების შემოყვანას; ურეკში ახალი სკოლის მშენებლობას; სამეწარმეო, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პროექტების მხარდაჭერას - ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; სხვა ამოცანებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)