|
2021-09-10 20:42:14, 634 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.-ინფრომაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვიცე პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს გადაეცა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, რომელიც ააიპ „აგრო"-სა და შპს „აგრო-ქართუ"-ს მიერ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ"-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. "80 ჰა ფართობზე განთავსებულია ვაზის 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია; 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები, 90-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექცია, თუთის 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი ფორმის კოლექცია, გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000-მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი, მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია და სათბურ-ორანჟერიები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)