|
2021-09-10 15:52:03, 404 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის მივცემთ პროვოკაციის უფლებას
ძალიან გაოგნებული და გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ჯერ კიდევ 20 თუ 25% მხარს უჭერდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჭიროა მობილიზაცია და სიფხიზლე, მმართველი გუნდი არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას. „ეს ხომ ყველაზე დიდი უბედურება და განსაცდელია, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანამ დაკარგოს ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილი ძირძველი ტერიტორიები, კოდორის ხეობა, ასობით სოფელი, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა, სააკაშვილი პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ ეს ქვების გროვა არისო, ეს პირდაპირ მისი სიტყვებია, როცა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ცხინვალისა და მიმდებარე სოფლების დაკარგვაზე, ქვების გროვა არისო, რა ტერიტორია დავკარგეთო. ასეთ ადამიანს, მოღალატე კაცს რომ ჯერ კიდევ ხმას აძლევს ვინმე, რა თქმა უნდა, ის არის ამ განსაცდელის და უბედურების თანამონაწილე. ამიტომ, სიფხიზლეა საჭირო. ჩვენ არავის მივცემთ რაიმე პროვოკაციის გაკეთების უფლებას. რამდენიმე ბრიყვმა სცადა და მიიღეს პასუხი და ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. კანონზე მაღლა არავინ დგას ამ ქვეყანაში, კანონი მეფობს დღეს საქართველოში და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ამიტომაც, ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ამ არჩევნებს მშვიდობიანად ჩავატარებთ, ეს იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ღირსეულად მოვიგებთ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში და გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის მსახურებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)