|
2021-09-10 12:57:01, 294 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელწერით, პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე
ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყაზბეგის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, თქვენ, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას. ბატონი ბაკურ ავსაჯანიშვილი - ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ 8 წლის განმავლობაში კაცი ერთ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობდა, რა თქმა უნდა, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მის მაღალ კვალიფიკაციას და წესიერებას. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ ამპლუაში. ასევე მინდა, მოქმედ მერს, ალეკო ზაგაშვილს მადლობა გადავუხადო ასევე ღირსეული სამსახურისთვის, რომელიც მან ამ 4 წლის განმავლობაში გასწია და ემსახურა ყაზბეგს და ყაზბეგელებს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს, ისევე, როგორც ჩვენ გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში თქვენთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუნდაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, ბაღების მშენებლობა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პარკის მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის მართვა, მას შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სხვათა შორის ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნურობით, ქვეყანას არნახული ზიანი მიაყენეს და ეს გამოუსწორებელი მემკვიდრეობა ჩვენი გამოსასწორებელია. რაც მთავარია, ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)