|
2021-09-06 10:54:08, 650 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)