|
2021-09-04 12:13:34, 668 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის „ქართული ოცნების" ხელწერა
როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში; უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, სულ რაღაც 8-9 წლის წინ, ეს მდგომარეობა იყო საქართველოში. „ამიტომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ გაიხსენა, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება" „ნაცმოძრაობისგან" და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
კობახიძეს მიაჩნია რომ პოლიტიკური პარტიები რომლებიც არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების მათ ლეგიტიმურობას, უნდა აიკრძალონ
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა
MDF: სახელისუფლებო მედიებმა ორი ოცნების ტროლი 351-ჯერ დააციტირეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)