22:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 16:51:47, 316 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით პარლამენტში

სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ, მათ შორის ფსიქოლოგიურს, მორალურს, ყველანაირს, ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებდნენ.

„შესაბამისად, ეს ადასტურებს იმას, რომ გუშინ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ხელმოწერა და მხოლოდ განცხადება არაფერს ნიშნავს. „ნაცმოძრაობამ" ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics