|
2021-09-02 20:00:53, 658 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ვპირდებით მათ, ყოველდღე შევახსენებთ იმ მძიმე დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ
რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ასე მტკიცედ, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა; რა თქმა უნდა, მათი მცდელობა არის და იქნება ყოველთვის, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში დარჩებიან, მაგრამ ვპირდებით მათ, რომ მოსვენებას დავუკარგავთ, ყოველდღე შევახსენებთ მათ იმ მძიმე დანაშაულებს, იმ კრიმინალურ საქმეებს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა. „მანამ, სანამ მათ პრეტენზია ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის, ყოველდღიურად შევახსენებთ და მოსვენებას დავუკარგავთ, იმიტომ რომ ისინი არ იმსახურებენ პოლიტიკაში დარჩენას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი გავიყვანოთ პოლიტიკიდან, ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება საჩხერეს, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან ბევრი საქმე, რა თქმა უნდა გაკეთებული იყო მანამდეც, პოლიტიკამდეც, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. „მას შემდეგაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. გაგრძელდება ეს საქმეები, ეს კეთილმოწყობა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)