|
2021-09-01 19:48:53, 346 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მიხეილ ჩხენკელმა თქვა, „ნაცმოძრაობის“ ხელწერა იყო სკოლების დანგრევაო და ამან გამოიწვია მათი „აღშფოთება“, არ ეყოთ ვაჟკაცობა, ეთქვათ, რომ ეს პროგრამა დაფინანსდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, სააკაშვილის მმართველობისას
ამ შეხვედრის შემდეგ მივდივართ ერთ-ერთი ახალი სკოლის გასახსნელად; ბატონი მიხეილ ჩხენკელი მინდა შევადარო ბატონ ნიკა გვარამიას, „ნაცმოძრაობის" მთავარ იდეოლოგს და თუ რაიმე სიბინძურე და გარყვნილება მიმდინარეობს და მათ თავებში იხარშება, ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი გახლავთ სწორედ ბატონი გვარამია, შეადარეთ მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს, განათლებულ კაცს, რომელიც რეალურად ქვეყნის განათლების სისტემის გაჯანსაღებაზე და განვითარებაზე ზრუნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აშენდა 170-ზე მეტი სკოლა, განხორციელდა 250 სკოლის რეაბილიტაცია. „ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, რომ „ნაცმოძრაობის" ხელწერა იყო სწორედ სკოლების დანგრევა, სკოლების და ბაღების ტერიტორიების გადაცემა თავიანთ ოჯახის წევრებზე. ამან გამოიწვია „ნაცმოძრაობის" ლიდერების „აღშფოთება" და თქვეს, რომ მათ დროს, სკოლების რეაბილიტაცია, რემონტები და ა.შ. დაიწყო. ამ დროს, მეგობრებო, მათ არ ეყოთ ელემენტარული ვაჟკაცობა, სად აქვთ ვაჟკაცობა, ლაჩრობით არიან ცნობილები, მათი ლიდერი - სააკაშვილი, რომელმაც ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა აგვისტოს ომში და მიწაზე გართხმული ნახა მთელმა მსოფლიომ და სხვები მათ მსგავსად... სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, სრულად დაფინანსდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს. ეს იყო „ფონდი ქართუს" პროგრამა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ასეულობით სკოლის რემონტი ჩავატარეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ ვიყავით ხელისუფლებაში. აი, ამ პროექტზე მიუთითებდნენ , როცა ბატონმა ჩხენკელმა შეახსენა მათ არასწორი პოლიტიკა. ამას გარდა, დაანგრიეს ლაბორატორიები, მოსპეს, მოანგრიეს ყველაფერი, რაც იყო საფუძველი და საძირკველი და ამის ხელახლა აშენება გვიწევს ჩვენ. თუნდაც პროფესიული სასწავლებლები, ყველა მუნიციპალიტეტში მოანგრიეს, დაშალეს, გაყიდეს, გაანადგურეს. არ სჭირდებოდათ არც განათლებული თაობა, არც სპეციალისტები, არც სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიდგომა განსხვავებულია. „ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ყველა რეგიონში შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი. მაქვს დავალებული, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, მიდის მუშაობა აქტიურად, იქნებიან გერმანელები, ფრანგები, ყველა სექტორის მიმართულებით, რომ ადგილზე მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება, მათთვის ახალი უნარების გადაცემა და ა.შ. უამრავი პროგრამა გვაქვს, უამრავი ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)