|
2021-09-01 13:04:00, 456 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - „ქართული ოცნების“ მოლოდინი გამართლდა - აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა
მოგესალმებით, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.4% პროცენტი. წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2% პროცენტით გაიზარდა.- ამის შესახებ პარლამენტის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოლოდინი გამართლდა, რადგან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად კალაძის რეიტინგი გაიზარდა. "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, და ეს უკვე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძე არის პრაქტიკულად უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში. ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისელებს." - განაცხადა ამილახვარმა. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშა, კალაძე საკრებულოში გუნდის წევრებს დღესვე წარაგენს, რაც რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს. "ამავე კვლევით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, პარტია ქართულ ოცნებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 47.2% პროცენტი, რაც თავის მხრივ, ასევე, ადასტურებს, რომ კახა კალაძის გუნდი მყარი უმრავლესობით შევა თბილისის საკრებულოში. დღეს კახა კალაძე წარადგენს საკრებულოში თავისი გუნდის წევრებს, რაც ამ რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს. კახა კალაძე და მისი შტაბი გადასულია აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. მივდივართ ყველა უბანში, კოვიდ რეგულაციების დაცვით ვაცნობთ ჩვენს პროგრამას მოსახლეობას და ვესაუბრებით მათ საჭიროებებზე. ამის პარალელურად, ჩვენი ოპონენტებისგან ვხედავთ არა საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის, არამედ იაფფასიან პროვოკაციებს თბილისის შტაბზე, რომელიც რამდენიმეჯერ განახორციელეს მათმა აქტივისტებმა საღებავების შესხმით. ეს ყოველივე მიუთითებს, წინასწარ აღიარებულ მარცხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საკრებულოში მისი გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც."- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)