04:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 18:50:02, 813 ნახვა

პოლიტიკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს. 

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  განვითარებისთვის ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

„„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი  -  მალხაზ ბეგიაშვილი 26 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს წარადგინა. „-ნათქვამია განცახდებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics