|
2021-08-27 19:04:30, 782 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე-კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს
„წინასაარჩევნო შეხვედრებს, Covid-19-ის პროტოკოლისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", – განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას. ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, შეხვედრა ალ. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, მოსახლეობის მხარდაჭერით, კახა კალაძის გუნდთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)