21:23 - 17 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 11:46:28, 505 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო

სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით, თბილისში ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისათვის და საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის და ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, თბილისის მერიაში სხვადასხვა ა(ა)იპ-ი შეიქმნა. მათ შორისაა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთ მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ამ მიზნით, დედაქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის  სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.

„აღნიშნული ოთახები  საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე - 111-ზე ზარით, ასევე, თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის მოეწყო შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში, N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში, N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში, N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში, N191-ე ბაგა-ბაღში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics