22:06 - 17 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 14:19:44, 526 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონის კლინიკების მენჯერებსა და ექიმებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა. 
 შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით  საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.
ეკატერინე ტიკარაძე  დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც  გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი. 
მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა. 
მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია. 
კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა. 
"მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის  ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს. 
შეხვედრები Covid-19"-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics