|
2021-08-21 19:42:16, 577 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ ვერის უბნის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა
„მოსახლეობის ყოველდღიური და ყოფითი გამოწვევების დაძლევა და მათთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე, კახა კალაძის მთელი გუნდისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", – აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, ვერის ბაღში ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს გაეცნო. "მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვერის უბნის მცხოვრებლებს, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ადგილობრივი მცხოვრებლების ხედვებსა და ინიციატივებს. მოსახლეობასთან შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ."-ნათქვამია განცხადებაში
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)