|
2021-08-21 14:39:38, 725 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და მთავრობამ უარი თქვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულ საგანგაშო კოვიდსტატისტიკას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმრთვა გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, მთავრობას ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდა, რადგან ივანიშვილს უნდა,რომ არჩევნებისთვის ხალხი სახლში იყოს. "უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადასცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს. აქ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, შემდეგ ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, რადგან მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ისინი უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა." -განაცხადა სააკაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)