|
2021-08-19 16:08:18, 491 ნახვა
საზოგადოება
ანდე მანქანა პროფესიონალებს და გამართე მარტივად - „თეგეტას“ ციფრული და დისტანციური სერვისები
„ზეთი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ ვერ მოვიცალე“; „მანქანა დიდი ხანია, არ შემიმოწმებია, დრო არ მაქვს“; „ხელოსნებს არასდროს სცალიათ, რამდენჯერაც მივედი, ყოველთვის დაკავებულები არიან...“ ეს ან სხვა მსგავსი წინადადებები მძღოლებისთვის უცხო უნდა გახდეს. ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისი მისი მფლობელისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. სწორედ ეს იყო „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერების მისია, როცა მათ ციფრული და დისტანციური სერვისების გამართვაზე მუშაობა დაიწყეს. შედეგად, შეიქმნა სერვისი, რომლითაც მძღოლი ავტომობილთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაჭრის ისეთ მულტიფუნქციურ კომპანიაში, როგორიც ქართული საავტომობილო ბაზრის ლიდერი „თეგეტა მოტორსია“. დროის დაზოგვა, რიგში დგომის თავიდან აცილება და ავტომობილის მარტივად გამართვა - ეს არის „თეგეტას“ ციფრული სერვისით სარგებლობის უმთავრესი უპირატესობები. ვიზიტს დაჯავშნით ონლაინ, ნახავთ და გააკონტროლებთ საკუთარი მანქანის ისტორიას, დისტანციურად შეიძენთ ნაწილებს, ზეთებს, აქსესუარებს და ა.შ. მიიღებთ შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით და თუკი ამ ყველაფრისთვის არ გცალიათ, გამოიძახებთ პერსონალურ მენეჯერს და თქვენს მანქანას პროფესიონალებს მიანდობთ. "თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში (ტეგეტასჰოპ.გე) 100 000-მდე დასახელების პროდუქტი შეგიძლია შეარჩიოთ და ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანოთ, ან მიიღოთ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ნაწილი სასწრაფოდ გჭირდებათ და თბილისში ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს-მიტანის სერვისით და შეკვეთას 1 საათის განმავლობაში მიიღებთ. საჭიროების შემთხვევაში, "თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში შენაძენის გაკეთებაში ქოლცენტრის ან ონლაინ ჩატის ოპერატორები დაგეხმარებიან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი თუ საპოხი მასალა გჭირდებათ, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები ონლაინ გაგიწევენ კონსულტაციას. კიდევ უფრო მარტივად: თუ თქვენ თეგეტას მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ ეწვიოთ პორტალს მყცარჰისტორყ.ტეგეტამოტორს.გე-ს და ნახოთ თქვენი მანქანის ისტორია, სადაც დეტალურადაა მოცემული, რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ მიღებული „თეგეტაში“ და სწორედ ისტორიის შესაბამისად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ. კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და სერვისის გამარტივებისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ Oნლინე რეზერვაციას - პორტალის საშუალების შეგიძლიათ, ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია: თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (რესერვატიონ.ტეგეტამოტორს.გე), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44). ონლაინ რეზერვაციით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში. თუ ავტომობილი მოულოდნელად გაგიფუჭდათ, ან სახლიდან გასვლის გარეშე გსურთ მისი შეკეთება, "თეგეტა" ამ დროსაც მარტივ სერვისს გთავაზობთ. შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის მომსახურებით დისტანციურად. „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერი ავტომობილს ან ადგილზევე შეგიკეთებთ, ან წაიყვანს სერვისცენტრში, ჩაუტარებს საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ თქვენთვის კომფორტულ მისამართზე. რაც მთავარია: პერსონალური მენეჯერის მომსახურებით სარგებლობისას კომპანია ავტომო-ბილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი თქვენთან ტელეფონით იქნება კავშირზე და ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. „თეგეტაში“ ხელმისაწვდომი პროდუქციის შეძენა ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც შესაძლებელია. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა - შესაძლებელია, დისტანციურად შეარჩიონ და შეიძინონ პროდუქცია. ასეთ დროს, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები, დისტანციურად მიაწვდიან მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მათთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. თანხის გადახდა ონლაინ-პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. ქოლ-ცენტრის კონსულტანტის დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერის გამოძახება - ერთი სიტყვით, სრული მომსახურების მიღება. „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bრიდგესტონე, Mიცჰელინ, Vარტა, შჰელლ, Mოტულ, Hენგსტ, ძF Pარტს, Lემფორდერ, შაცჰს, Pჰილიპს, Bოსცჰ, Fები, Fედერალ Mოგულ და ა.შ.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)