|
2021-08-19 15:07:17, 464 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის თემაზე ონლაინ შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის თემაზე ონლაინ შეხვედრა გამართა.-ინფორმაცის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს მათი ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ასევე ტურისტული ასოციაციების და კომპანიების, სასტუმროების, გიდების და რესტორნების წარმომადგენლებმა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში ვაქცინაციის სტიმულირების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, თუ როგორ შეიძლება ორივე მხარემ - საჯარო და კერძო სექტორმა კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა ტურიზმის სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. შეხვედრაში და შესაბამისად, საკითხის განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. „ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგა. ვისაუბრეთ, რომ ვაქცინაციის პროცესში ორივე მხარემ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები უფრო სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ჩვენ განვაგრძოთ ასეთი მნიშვნელოვანი დარგის უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარება. ჩვენ შევთანხმდით, რომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით დაგვამარცხებინებს კოვიდ 19-ს და ამავდროულად მდგრადად აღადგენს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ტურიზმი, ავიაცია და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურიზმი საკმაოდ პასუხისმგებლიანი სექტორია - ერთ-ერთი მოწინავე დარგი იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. „თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული ტურიზმის სექტორში, ჩვენ კვლავ გვყავს ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია. ეს არის სწორედ ის მიზანი, რის ფარგლებშიც ჩვენ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ სექტორის მთავარ დამსაქმებლებსა და ასოციაციებთან", - განაცხადა მან.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)