00:26 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 20:45:11, 662 ნახვა

საზოგადოება
რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრების უმრავლესობა ვაქცინირებულია

რამდენიმე დღეში, კახეთის რეგიონში რთველი დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.-ინფორმაციას სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს

მათი თქმით, რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვთ, ექიმების რეკომენდაციით, აცრას შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რთველის პერიოდში, ყველა ადამიანი, რომელიც პროცესშია ჩართული, აცრილი იყოს, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა პანდემიის ასეთი მასშტაბის პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, გაიაზრონ  პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც მათ რთველის პერიოდში სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.

საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება ჩაუტერდებათ."-ნათქვამია განცხადებაში

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics