|
2021-08-13 19:28:09, 713 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი -რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის არჩევანი
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი - არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა გაგებული. „რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ჩვენ გამოწვევად გვრჩება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ამისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ფორმატში, თქვენ, ჩემო ახმეტელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ. მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი - არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია. კიდევ გავიმეორებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები სამწუხაროდ გადაიცვალნენ კოვიდ-ინფექციით და სწორედ ამის დაზღვევის მიზნით საჭიროა აცრების ჩატარება. თავს ვთვლი ვალდებულად და პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, მთავრობა და მთელი ხელისუფლება ვალდებულები ვრთ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე და ავუხსნათ, რომ აცრა არის უსაფრთხო და ყველა მეცნიერი ჩატარებული ცდებით ამას ადასტურებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)