|
2021-08-12 15:51:46, 650 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
რუსთაველის გამზირის N6-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ამ პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება შენობა. სასახლე ამ დრომდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობისას თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პირველ ეტაპზე, გადაიხურება შენობა და მოწესრიგდება ფასადი, რაც წელს დასრულდება. შემდეგ, შიდა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება. მინდა, პროცესში ჩართულ ყველა სპეციალისტს მადლობა გადავუხადო, რადგან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტერიერში დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო- სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა- აღდგენას; სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დღეისთვის, 4 500-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. შენობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საინტერესო სივრცეებია - ე.წ. სარკეებიანი, მარმარილოს და თეთრი დარბაზები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარია. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)