|
2021-08-11 15:13:22, 604 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 13 წლის წინ 17 შინდისელმა გმირმა უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია შექმნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები დღეს სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ. მათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია. თავდაცვის მინისტრი დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. სწორედ, ჯუანშერ ბურჭულაძისგან შეიტყო უმცროსი სერჟანტის ალექსანდრე ონიანის დამ, ელენე ონიანმა, რომ მის ძმას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პრეზიდენტის თანხმობით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. „ჩვენ გვყავს გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები, ასეთი არის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, რომელსაც ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დღესვე, სასულიერო პირებმა გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თავდაცვის მინისტრმა მედიასთან შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, მემორიალს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ახალი, გმირების ოჯახებთან შეთანხმებული კონცეფციით განახორციელებს. „ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პროექტი, კონცეფცია, ყველა ოჯახის წევრთან შევათანხმეთ აღნიშნული კონცეფცია და საერთო აზრი არის, რომ მოგვწონს ყველას ეს კონცეფცია. მომავალ წელს ჩვენ ვიხილავთ აქ აღმართულ მემორიალს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)