|
2021-08-11 12:06:33, 580 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს და 2024 წლამდე ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის წლები
2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში და შემდგომი მინიმუმ 3 წელი, 2024 წლამდე, მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვყანაში უნდა აიყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი მთავარი საზრუნავი ქვეყანაში სხვადსხვა სფეროების სწრაფი განვითარება იქნება. „მნიშვნელოვანია განათლება. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას სჭირდება თანამედროვე, გადამზადებული სპეციალისტი. აუცილებელია განათლების სფეროში ინვესტირება. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. გვაქვს გეგმა, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული წავახალისოთ განსაკუთრებული ინიციატივებით, წამახალისებელი ღონისძიებებით, მივცეთ მათ იაფი სესხი, დაფინანსება, გრანტები მთავრობისგან, იმისთვის, რომ ადგილზე მოხდეს მათი დასაქმება და გამყენება. ბოლო წლების განმავლობაში 175 ახალი სკოლა აშენდა ჩვენს დროს, 250-ზე მეტი სკოლა გარემონტდა. დღეს კიდევ ერთ ახალ სკოლას დავათვალიერებ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიან სტანდარტი - ყველა სკოლა, ყველა ბაღი უნდა იყოს ერთიანი ევროპული სტანდარტით აშენებული და რეაბილიტირებული. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი - განვითარება, განვითარება, განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)