|
2021-08-10 16:47:43, 494 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კობა მურადაშვილი იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება, მისი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა
კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კობა მურადაშვილის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობა. „მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი პარლამენტის წევრებს - ბატონი გივი მიქანაძე, ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც წლების წინ, აქ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორიც იყო, ბატონ გოგი მეშველიანს. დღეს ყველანი ერთად ვართ ჩამოსული, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი, ბატონი კობა მურადაშვილი. კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება. მას შეუძლია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, გადაწყვეტა, ოპერატიულად მოგვარება ამ საკითხების. კობას მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ყველა უბანში უნდა შევიდეს, ყველა მოქალაქეს უნდა გაესაუბროს პირადად და გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა ადგილზე, დროულად", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)