|
2021-08-08 11:32:03, 689 ნახვა
პოლიტიკა
TI-ი და ISFED-ი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს ტოვებენ
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები ტოვებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა ამის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შესარჩევად მიწვეული შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კვალიფიციური და სანდო ადამიანების შერჩევას ვერ უზრუნველყოფს: "საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ამ მიზნით ცესკომ შეიმუშავა დადგენილება და განსაზღვრა, რომ ჯგუფის წევრთაგან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას ცესკოს წარუდგნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჯგუფის წევრების შესარჩევ პროცესში ცესკომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიიწვია, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას. ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული. პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში. გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს. სამწუხაროა, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმის მიზნად დასახვის მიუხედავად, როგორც ცესკოს ახალი წევრებით დაკომპლექტების, ისე საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა ხარვეზიანი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას". – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭირვალობის განცხადებაში. გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს 6 თვით უხელმძღვანელებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ არჩევას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)