12:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 21:59:16, 969 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი- 5 ივლისს დილით ქაშუეთის ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული

მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი. დილით გავიარე ეკლესიის წინ და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული, - ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი თქმით დაუშვებელია ჟურნლისტებზე ძალადობა. მისი თქმით სამწუხაროა რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მედიაზე თავდასხმაში.

„საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. რაც მისგან მესმის, ეს მისი მთავარი წუხილი და ზრუნვაა. ალბათ, ეს რომ ხდება ეკლესიაში მისთვის დიდი ტკივილია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics