|
2021-08-05 12:16:12, 462 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეფასდა
ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის: საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება; ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე; FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა; FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა; EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა; სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)