|
2021-08-03 15:28:28, 644 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფრიძე ანჩისხატზე - გასაგებია, ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში
გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, - ასე აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პატრიარის მიერ ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით პრეიმერ-მინისტრთან გაგზავნილ წერილს. ჯაფარიძე წერს, რომ პრობლემა არის კონკორდატი, რომელმაც საპატრიარქო „მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოიტიკურ ორგანიზაცმად“ გადააქცია. „პრობლემა არის კონკორდატი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები, რამაც გადააქცია საპატრიარქო მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად პრობლემა არის მაღალი სასულიერო იერარქების ეთნო-რელიგიური ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა აზროვნება, რამაც, სხვა გარემოებებთან ერთად აქცია საპატრიარქო რუსეთის მთავარ საყრდენად ამ ქვეყანაში ესაა პრობლემები, ქსენოფობიაა პრობლემა, შეუმწყანრებლობაა პრობლემა, ძალდობის და ანტი-ქრისტიანობის ქადაგებაა პრობლემა, ბიუჯეტიდან მილიონების მიღებაა პრობლემა, შავი ჯიპებია პრობლემა, გადასახადებისგან გათავისუფლებაა პრობლემა, მიწების, ტყეების და უძრავის ქონების საარჩევნო მხარდაჭერაში დაბარტერებაა პრობლემა, ფარისევლობაა პრობლემა, რუსეთის მორჩილებაა პრობლემა და ა. შ. და ა. შ. თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს ‘აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის’ - საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ პ.ს. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც“, - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)