13:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 11:55:27, 768 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს. - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით რუმინული მხარის წვლილს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics