|
2021-07-29 13:12:22, 1023 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან აირჩევთ რუსულ გზას
საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია,ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, -ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ. დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას და არა იმ ულტრარადიკალურ ელემენტებს, რომლებსაც უფრო ხშირად ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)