|
2021-07-28 18:42:45, 503 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი
შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ამაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დეზავუირება მოახდინა იმ საერთაშორისო შეთანხმების, რომელიც ავალდებულებდა, რომ ხმათა 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს „ქართული ოცნება“, ეს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში და ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად იმის დასახელებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულით „ქართული ოცნება“ თავს იმართლებს. „რაღაცით ხომ თავი უნდა გაიმართლოს „ქართულმა ოცნებამ“, აბა, იმას ხომ არ იტყვის, გუშინწინ ამოვიდა კვლევები, სადაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროცენტიო და გვეშინია ვადამდელი არჩევნებისო? თავს ამით გაიმართლებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – 43 პროცენტი „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)