|
2021-07-28 18:03:14, 656 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შესაძლოა, დაიშალოს
საპარლამენტო ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომელმაც პარლამენტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა. ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის'' წევრია. აღნიშნული ფრაქცია ამ დროისთვის შვიდი წევრისგან შედგება, რაც რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის საჭირო კვორუმია. ფრაქციის შესანარჩუნებლად მეშვიდე დეპუტატის ფრაქციაში შესვლა იქნება საჭირო. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში'' შედიან: „სტრატეგია აღმაშენებელი'', ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. საპარლამენტო ფრაქცია მათ 3 ივნისს შექმნეს. შეგახსენებთ, ,,ქართულმა ოცნებამ'' 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)