08:16 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 16:11:33, 806 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსი საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა

„ საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას“ - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა. რიკ დემსმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა  და  აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს. - ამის შესახებ ინფორმაციას  იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივეე თქმით , რიკ დემსსა და  რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. გარდა ევროპინტეგრაციის პერსპექტივისა მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცააა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.  

„რატი ბრეგაძემ რიკ დემსს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო.  მათ შორის საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის აქტიური ჩართულობით გეგმავს.   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმები პოზიტიურად შეაფასა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს  იუსტიციის სამინისტროში,  „სოხუმი“ უმასპინძლა.“ - ნათქვამნია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics