15:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 14:23:21, 647 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიიღო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, ნორვეგია, მაკედონია და ალბანეთი.

„ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის საბჭოში აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობას. ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დააწესა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics