|
2021-07-28 12:37:45, 598 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯაზე - ჩემს კომპეტენციაში არ შედის
კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 5 ივლისის ორგანიზატორების დასჯა „მისი კომპეტენცია არ არის“. მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე პირები მაშინ დაისჯებიან, როცა გამოძიება დასრულდება. თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა, თუ როდის დაუბრუნებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას წართმეულ მიკროფონს. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰომოფობურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 53 ჟურნალისტს, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს დედამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მედიასაშუალებები ითხოვენ, რომ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა აიღოს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)