|
2021-07-27 15:52:38, 622 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება
რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი აბუთიძესა და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება. „რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა. სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აქ GWP-ის მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიცაა. პირველი რიგის სამუშაოა, რომ კონკრეტულად, ეს დაზიანება აღმოიფხვრას. ამის შემდგომ კი, უკვე პროვაიდერი კომპანიების მიერ თავიანთი ქსელების შემოწმება მოხდება. შესაძლოა, ისინიც იყოს დაზიანებული, თუმცა, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და მოძრაობაც აღდგება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. ადგილზე იმყოფება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე, რომლის განცხადებითაც, მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გვიან ღამით აღუდგება. „ჩვენი მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილის დადგება, ასევე, საძიებო და მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ დაზიანების აღმოფხვრა მოხდეს. ეს მაგისტრალური მილსადენი მთაწმინდის რაიონის ნაწილს ამარაგებს. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელზე დაზიანების შედეგად, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია დაზიანების აღდგენის სამუშაოები. გზის სავალ ნაწილს კომპანია დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ აღადგენს.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)