15:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 15:32:07, 905 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ს პრეზიდენტი 5 ივლისზე - აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დირექტორი რიკ დემსი საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიაზე თავდასხმას აბსოლუტურად მიუღებელ და სამწუხარო ფაქტად აფასებს.

დემსის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილთან და შს მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე ისაუბრებს.

„აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა ის, რაც მოხდა 5 ივლისს. ძალადობა ქუჩებში უნდა იქნეს თავიდან აცილებული ხელისუფლების მიერ და როგროც მესმის, ხშირად ასე არ ხდება. ვიცი, ბევრი მოსაზრებაა, წინასწარ იყო დაგეგმილი თუ სპონტანურა მოხდა, თუ გინდათ, რომ საქართველოში იყოს გამოხატვისა და პრესის თავისუფლება, მაშინ პრესა უნდა იყოს დაცული. ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, ბევრი ადამიანი უკვე საპატიმროშია. იმედი მაქვს, ყველაფერი დეტალურად იქნება გამოძიებული და გაირკვევა, რატომ მოხდა ეს, ვინ იყო წამქეზებელი და ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებ როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე შს მინისტრთან შეხვედრაზე“, - განაცხადა რიკ დემსმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics