|
2021-07-25 18:47:11, 1160 ნახვა
საზოგადოება
პუტინისტური მედია ალტ-ინფო ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს
პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი არხზე ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობას ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ – "ბათუმელები ვინც ხართ, თქვენ იცით". ანანია გაჩეჩილაძე ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს 5-6 ივლისის მოვლენების გაგრძელებად მიიჩნევს. "ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ. ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10-წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი. სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია. 2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი მაშინ და, კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა". – წერს გაჩეჩილაძე. მისივე თქმით, გავრცელებული მიმოწერა პირდაპირი სახის მუქარას შეიცავს და პოლიციისთვის მიმართვას აპირებს. "ერთ საათში, დაახლოებით, მივალ პოლიციაში. რაღაც სახით ფოტოებით იდენტიფიცრება შესაძლებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ეგ მოთხოვნა მაქვს, რომ დააინდეტიფიცირონ ის პირები აუცილებლად", — აცხადებს ის. ძალადობრივი და ჰომოფობიური მედია Alt Info ირწმუნება, რომ მუქარის შემცველ კომენტართან ალტ ინფოს ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს. "აღნიშნული ტელეგრამ არხი ღიაა აუდიტორიისთვის და იქ ვიდეოების ქვეშ შეიძლება დააკომენტაროს ნებისმიერმა მომხმარებელმა, ნებისმიერი მის მიერ არჩეული ნამდვილი ან ყალბი სახელით და იქ კომენტარებს ალტ ინფო ისევე ვერ აკონტროლებს, როგორც ფეისბუქზე ან იუთუბზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს", — ნათქვამია ძალადობრივი არხის განცხადებაში. კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ალტ-ინფოს წევრების მიერ ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზებას ეხმიანება. ზედელაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან გამოირიცხება. "ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შორის ეს მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოირიცხება გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან. რახან არსებული ფაქტები მიანიშნებენ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამ ფაქტზე დამატებითი საგამოძიებო და პრევენციული ზომებია მისაღები." – ამბობს ზედელაშვილი.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)