|
2021-07-20 11:03:58, 980 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანში შიდა ინვესტიციით საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება მოხდა
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. ნათია თურნავა საწარმოს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო. "ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის. ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება. კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა. ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგი, თანამედროვე სტანდარტებით არის ამოგებული (ცივად ტკეპნადი პასტით) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნორვეგიული კომპანია Elkem Karbon As-თან თანამშრომლობით. ღუმელის კაპიტალური შეკეთების პროექტში სრულიად იყვნენ ჩართულნი ქარხნის თანამშრომლები. ამასთან, ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოხერხდა საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება. ნათია თურნავას ინფორმაციით, ზოგადად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ფეროშენადნობები ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს. მთლიანად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" 5000-მდე ადამიანს ასაქმებს იმერეთში - ზესტაფონსა და ჭიათურაში. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა შიდა ინვესტიციის საშუალებით, რეინვესტირების გზით ასეთი მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად ახალი ღუმელის მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ჰაერში გაფრქვევა პრაქტიკულად, არ ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, დავძლიოთ ყველა კრიზისული მოვლენა და ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სრულად საქართველოს ხელისუფლება, გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ წარმოებას, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა კი ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული წარმოების ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)